CHEMISAKARTVELO.GE


ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი?
ძალიან მომწონს
დამაკმაყოფილებლად მომწონს
ცუდი არაა
არ მომწონს
 

   გარი ჩაფიძე _ საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი. საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე,  ქ.რუსთავის  აკადემიური ქალაქის დამფუძვნებელი. უნივერსიტეტი მოსკოვში დაამთავრა, სხვადასხვა დროს მსახურობდა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის რიგ ქვეყნებში საპასუხისმგებლო და ნომენკლატურულ თანამდებობებზე. ამჟამად არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი, პროფესორი, საქართველოს საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია "ქალდეა"-ს აკადემიკოსი, საქართველოში ეფექტური აზროვნების სკოლის დამფუძვნებელი, ქ.ათენის(საბერძნეთი) ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. ამერიკის შეერთებული შტატების ადამ სმიტის სახელობის აკადემიის ნამდვილი წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი, უკრაინის კადრების საერთაშრისო აკადემიის აკადემიკოსი. ქ.ჩერნიგოვის(უკრაინა) საკადრო პოლიტიკის საერთაშრისო ინსტიტუტის რექტორი. "ფაზისი"-ს  მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატის ქ. ფილადელფიის საერთაშორისო პოლიტიკისა და მთავრობის ინტიტუტი გარი ჩაფიძის სახელობისაა. ასევე არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს  მოსწავლე-ახალგაზრდობის გაზეთ "ჩირაღდანი"-ს მთავარი რექტორი, საქართველოს სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალის "სკოლა და ცხოვრება" მთავარი რედაქტორი, საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის თავმჯდომარე, პოლონეთის უშიშროების საერთაშრისო უნივერსიტეტის ქ.რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში "духовнi джерала" (უკრაინა) დაწესებული იქნა გარი ჩაფიძის სახელობის სამეცნიერო პრემია, რომელიც ყოველწლიურად ენიჭებათ მეცნიერული ბირთვის წამყვან სპეციალისტებსა და ახალგაზრდებს. არის უკრაინის უმაღლესი განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ავტორია 100-მდე მხატვრულ-ლიტერატრული და 90-ზე მეტი სამეცნიერო წიგნისა, რომელიც თარგმნილი და გამოცემულია მრავალ ენაზე, არის უკრაინულ-ქართული ლექსიკონის სამტომეულის პირველი შემდგენელი და ოცზე მეტი ლექსიკონის ავტორი, რომელთაც დღემდე მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნიათ. მიღებული აქვს საქართველოს და საზღვარგარეთის  ქვეყნების მთავრობათა ჯილდოები, მათშორის: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, დავით გურამიშვილის, ვასილ სუხომლინსკის, მიკოლა დუბინის სახელობის მედლები და პრემიები, "საქართველო-უკრაინის მეგობრობის", "საქართველო-მოლდოვის მეგობრობის",  "საქართველო-ყაზახეთის მეგობრობის",  "საქართველო-იტალიის მეგობრობის",  "საქართველო-ბელორუსიის მეგობრობის", " საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის" , " საერთაშორისო მეცნიერული მოღვაწეობისათვის", "საერთაშორისო მეცნიერული დამსახურებებისათვის",  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ფლაგმანის, ქართული კულტურისა და ხელოვნების ფლაგმანის, საქართველოს პატრიოტის "პედაგოგიური ღირსების" და სხვა მედლები. ასევე არის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ოქროს ჯვრის ორდენის, განათლების განვითარებისთვის ოქროს ორდენის, ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების ოქროს ორდენის, " უკრაინის პატრიოტის" საპატიო წოდებისა და ოქროს ვარსკვლავის ორდენის, უკრაინის განათლების და მეცნიერების ფლაგმანის ორდენის, მსოფლიო მეცნიერების ფუძემდებლის, პლატინის ოქროს ორდენის და ღირსების ორდენის კავალერი.

  © 2022 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE