CHEMISAKARTVELO.GE


ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი?
ძალიან მომწონს
დამაკმაყოფილებლად მომწონს
ცუდი არაა
არ მომწონს
 

საქართველო-უკრაინის სოციალურ

ურთიერთობათა ინსტიტუტის

ეთიკის კოდექსი

თავი1.

ზოგადი დებულებანი

 

 

 

მუხლი 1. კოდექსის მიზანი

  1. ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის პერსონალისა (ადმინისტრაციული, მოწვეული, აკადემიური) და სტუდენტთა ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება არაფორმალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას, კანონიერ მიზნებსა და ინტერესებს.
  2. კოდექსის მიზანია საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტში ქცევის ისეთი ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს შეუწყობს

ü  დასაქმებული პერსონალისა და სტუდენტების შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას;

ü  დაწესებულების პერსონალის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა პროფესიონალურ განხორციელებას;

ü  სამართლიანი, ეფექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური საქმიანობის განხორციელებას;

ü  დაწესებულების მისიის მიზნების და ამოცანების შესრულებას;

ü  პროფესიულ საქმიანობაში კანონმდებლობის და დაწესებულებაში მოქმედი აქტების მოთხოვნების განუხრელ დაცვას;

მუხლი 2. კოდექსის მოქმედების სფერო

  1. კოდექსი არეგულირებს საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის პერსონალისა და სტუდენტების საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილ ეთიკურ პრობლემებს. განსაზღვრავს ქცევის წესებს და ურთიერთობის ეთიკურ სტანდარტებს. ადგენს საქართველოს კანონმდებლობით, დაწესებულების დებულებითა და დაწესებულებაში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმების საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური დევნის დაწყების, დისციპლუნური წარმოების განხორციელებისა  და პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს.
  2. კოდექსის მოქმედება თანაბრად ვრცელდება საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის სტუდენტებზე და დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პერსონალზე.

 

თავი II

ეთიკური ნორმები

მუხლი3. ეთიკური ნორმები

3.1 საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის პერსონალი და სტუდენტები დაწესებულებაში მოქმედებენ კეთილსინდისიერების, პატიოსნების და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით. კულტურის, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპებით, საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებით.

3.2 საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის პერსონალის და სტუდენტთა ქცევის წესების ზოგადი ნორმები და პრინციპები

 ა) საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის და მისი ტრადიციებისადმი პატივისცემა;

ბ) საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა და პატივისცემა;

გ)პიროვნების ღირსების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების პატივისცემა;

დ)საზოგადოებაში საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის  სახელისა და ავტორიტეტის განმტკიცების ხელშეწყობა;

ე) დაწესებულების ქონებისადმი სათანადო მოპყრობა და მისი გამოყენება მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისთვის;

ვ)სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთბისას თანამოსაუბრეებისადმი პერსონალის/სტუდენტის მხრიდან პატივისცემით მოპყრობა, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას დასაბუთებული კრიტიკის ტაქტიანად გამოხატვა;

თ)დაწესებულებაში პერსონალის/სტუდენტის ალკოჰოლური თუ სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ან დაწესებულების ღირსებისათვის შეუფერებელ მდგოამრეობაში ყოფნის დაუშვებლობა. დასწესებულების შენობაში ალკოჰოლური სასმელის ნორმალური მიღება დაშვებულია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში.

ი)პერსონალის და სტუდენტის ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

კ)კოლეგისა და სტუდენტის პირადი ცხოვრების შესახებ ანონიმური წერილების, დაუსაბუთებელი და დასაბუთებული განცხადებების და კომენტარების დაუშვებლობა;

ლ)დაწესებულების ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევის დაუშვებლობა;

3.3 საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის პერსონალი ვალდებულია

ა) ხელი შეუწყოს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას; 

ბ) ხელი შეუწყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას;

გ) ხელი შეუწყოს სხვა დასაქმებული პერსონალის სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას და პროფესიულ განვითარებას;

დ) საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს;

ე) წინასწარი განზრახვით არ შეიყვანის კოლეგა შეცდომაში;

ვ) არ დაუშვას კოლეგისა და სტუდენტის პიროვნული კრიტიკა, შეურაცხყოფა, დამცირება, ცილისწამება ან ანონიმურად დადანაშაულება.

ზ) არ დაუშვას პერსონალის სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება კერძო ინტერესების სასარგებლოდ.

 3.4 თავისი პროფესიული და თანამდებობრივი მოვალეობებიდან გამომდინარე პერსონალი ვალდებულია:

ü  არ გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა და საკუთარი ავტორიტეტი პირადი გამორჩენის მიზნით, არ მოითხოვოს კანონითა ან დაწესებულების სამართლებრივი აქტებით გაუთვალისწინებელი შეღავათები და დათმობები

ü  არ მიიღოს საჩუქარი ან ფულადი თანხა დაწესებულების სტუდენტებისაგან, ან სრუდენტთან დაკავშირებული სხვა დაინტერესებული პირისგან;

ü  არ დაუშვას დაწესებულების ფარგლებს გარეთ ისეთ საქმიანობაში მონაწილეობა ან ვალდებულების აღება, რაც შეუთავსებელია დაწესებულების ინტერესებთან და ხელს უშლის თავისი სამსახურეობრივი თავისი სამსახურეობრივი მოვალეობების სრულფასოვნად განხორციელებას.

               3.5 საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის აკადემიური                 პერსონალი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ზემოაღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული ეთიკის ნორმები და პრინციპები, ასევე, დაიცვას შემდეგი წესები:

ü  სასწავლო პროცესი წარიმართოს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შემუშავებული შესაბამისი სასწავლო კურსების(სილაბუსის) მიხედვით; მეცნიერების შასაბამის სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და პროგრამის კვალდაკვალ, პერიოდულად განაახლოს სასწავლო კურსის შინაარსი და სრულყოს მისი სწავლების მეთოდები;

ü  ლექციაზე, სემინარზე, სამუშაო ჯგუფში, პრაქტიკულ მეცადინეობებზე გამოცხადდეს დროულად, ჯეროვან დონეზე მომზადებული და მაქსიმალურად ორგანიზებული. არ დაუშვას ლექციის, პრაქტიკული მეცადინეობის დროზე ადრე დასრულება ან გაცდენა არასაპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, არაუგვიანეს ლექციის /სემინარის, პრაქტიკული მეცადინეობის წინა სამუშაო დღისა და შეატყობინონ გაცდენის შესახებ ადმინისტრაციის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაცდენის მიზეზი წინასწარ დაუდგენელი საპატიო და ობიექტური გარემოებაა.

ü  სასწავლო კურსით გათვალისწინებული შეფასების სისტემისა და მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სამართლიანად და ობიექტურა შეაფასოს ყველა სტუდენტი;

ü  ხელი შეუწყოს გამჭვირვალე სასწავლო გარემოს ფორმირებას, შეიმუშავოს და დანერგოს სწავლებისა და შეფასების ისეთი მეთოდები, რაც განაპირობებს სტუდენტების აკადემიურ პატიოსნებას და გამორიცხავს პლაგიატს.

ü  გამორიცხოს შეფასებაზე შემოქმედების შესაძლებლობა, ფავორიტიზმის, პროტექციონიზმის და სხვა მსგავსი ფაქტორებით სტუდენტთა დისკრიმინაცია;

ü  არ დაუშვას სტუდენტების, მათი ახლობლების შესაძლებლობათა გამოყენება პირადი სარგებლისა თუ გამორჩენის მიზნით;

ü  დაწესებულების მიერ დადგენილ ვადებში წარმოადგინოს საგამოცდო საკითხები, აწარმოოს სტუდენტთა შეფასება ობიექტურად;

ü  იზრუნოს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ü  გარეგნულ იერსახეში დაიცვას აკადემიური სტილი;

3.6 სტუდენტის მოვალეობაა

ü  დაიცვას ეთიკის კოდექსი და საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა მოქმედი მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;

ü  პატივი სცეს დაწესებულების პერსონალს და სტუდენტებს;

ü  დაწესებულებაში არ შეიტანოს ალკოჰოლური , ნარკოტიკული საშუალებები, იარაღი. აკრძალულია აზარტული თამაშები, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არამართლზომიერი ქმედების ჩადენა.

                       3.7 სტუდენტი ვალდებულია არ ჩაიდინოს აკადემიური სიყალბე, კერძოდ:

ü  გადაიწეროს სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან, ან გამოიყენოს  სხვა სახის დამხამრე მასალა, რომელიც აკადემიური პერსონალის მიერ წინასწარ არ არის ნებადართული;

ü  სხვა სტუდენტის ნაცვლად  ჩააბაროს გამოცდა ან სთხოვოს სხვა პირს მის მაგივრად გამოცდის ჩაბარება;

ü  მოიპოვოს და გამოიყენოს ან გაავრცელოს კონფიდენიალური ინფორმაცია გამოცდის გამოცდის შესახებ;

ü  სხვა პირის ნამუშევარი წარმოაჩინოს როგორც საკუთარი;

ü  შესაბამისი წყაროს მითითების გარეშე მოახდინოს ნაშრომის ან გამონათქვამის ციტირება;

ü  გააყალბოს საკუთარი ან სხვისი მონაცემები;

 

 

 

თავი III

დისციპლინური წარმოება და დისციპლინური

პასუხისმგებლობა

მუხლი4. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები

4.1 ამ კოდექსის მთხოვნა დარღვევა განიხილება, როგორც პერსონალისა და სტუდენტთათვის შეუფერებელი საქციელი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა

4.2 დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია:

ü   საქართველო-უკარიანის სოციალურ ურთერთობათა ინსტიტუტის დებულების,  დაწესებულებაში მოქმედ და სხა აქტებით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ü  ამ კოდექსით გათვალისწინებული ეთიკის ნორმების დარღვევა;

ü  ნებისმიერი საქციელი ან ქმედება, რომელიც შეიძლება ფორმალურად არ შეიცავს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედების ნიშნებს, მაგრამ იგი ეწინააღმდეგება ეთიკურ-ზნეობრივ ნორმათა მოთხოვნებს;

მუხლი 5. დისციპლინური სახდელის სახეები.

5.1 დაწესებულების პერსონალისათვის (ადმინისტრაციული, მოწევეული,აკადემიური) დაწესებულია დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური

გ)სამსახურიდან გათაისუფლება

5.2 სტუდენტებისათვის დაწესებულია დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური

გ) დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლების შეზღუდვა ან ჩამორთმევა;

5.3 დისციპლინური სახდელის სახეები გამოიყენება შემდეგი წესის დაცვით:

ა)  შენიშვნა-გამოიყენება პირველი დისციპლინური გადაცდომისათვის, აგრეთვე, თუკი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ან პირი გაითვალისწინებს გადაცდომის ჩამდენის სანაცვლოდ;

ბ) საყვედური- გამოიყენება განმეორებით და არაერთგზის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის, ასევე, სტუდენტის მიმართ-ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

გ) სამსახურიდან გათავისუფლება-გამოიყენება დაწესებულების აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის მიმართ, თუ მათ ქმედებაში იკვეთება საქართველოს შრომის კოდექსით ან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის პირობების უხეში დარღვევა, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად შესაძლებელია  მოაზრებულ იქნას;

დ) შეღავათებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა- გულისხმობს სასწავლო ცენტრის მიერ სტუდენტისათვის დაწესებული სარგებლობის უფლების დროებით შეჩერებას.

ე) შეღავათებით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა- გულისხმობს სასწავლო ცენტრის მიერ სტუდენტისათვის დაწესებული შეღავათის მოხსნას.

მუხლი 6. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი

დისციპლინური წარმოების დაწყება შესაძლებელია დაწესებულების რექტორის, პრორექტორის, ადმინისტრაციის უფროსის, განათლების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის, სტუდენტის, აგრეთვე იმ პირის მოტივირებული განცხადების, საჩივრის ან შეტყობინების საფუძველზე, რომელსაც მიაჩნია, რომ პერსონალის ან სტუდენტის ქმედებით დაირღვა მისი ან სხვა სტუდენტის და პერსონალის უფლებები და ინტერესები.

მუხლი 7. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი

ორგანო და მათი უფლებამოსილებანი

7.1  საქართველო-უკარიანის სოციალურ ურთერთობათა ინსტიტუტში ეთიკის ნორმების შესრულება და დისციპლინის მონიტორინგი, ასევე, დისციპლინური წარმოება დამრღვევ სტუდენტებთან მიმართებით ხორციელდება შესაბამისი რაიონის განათლების ხარისხის მართვის სამსახურის მიერ შექმნილი და რექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დროებითი კომისიის-დისციპლინური საბჭოს(შემდგომში-გადაწყვეტილების მიმღები ორგანო) მიერ, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ-ინსტიტუტის რექტორის მიერ(შემდგომში-გადაწყვეტილების მიმღები პირი).

7.2 გადაწყვეტილების მიმღები  ორგანოს(პირს) გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) განსაზღვროს საკუთარი ინიციატივით დისციპლინური დევნის აღძვრის საკითხი(გადაწყვეტილების მიმღები პირის შემთხვევაში) ;

ბ) შეამოწმოს დისციპლინურიდევნის აღძვრისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები;

გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტებები საჩივრის ავტორს და პირს, რომლის წინააღმდეგაც შემოსულია საჩივარი, გაესაუბროს მხარეს და მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება, დოკუმენტების და შესაბამისი მასალების წარდგენა; გაითვალისწინოს შემოსული შუამდგომლობები და დამატებითი ახსნა-განმარტებები. ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

დ) დისციპლინური დევნის აღძვრის შემთხვევაში, მომჩივანს დაუბრუნოს საჩივარი და დასაბუთებული გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ;

ე) განახორციელოს დისციპლინური დევნა, განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

ვ) დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელი დაკისრების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება აღსრულებისათვის წარუდგინოს დაწესებულების რექტორს.

 

მუხლი 8. განცხადების/საჩივრის განხილვა ან წარმოებაში მიღება

8.1 გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ ან პირმა საჩივრის ან განცხადების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა შეისწავლოს საქმის მასალები, დაადგინოს არსებობს თუ არა დისციპლინური დევნის აღძვრის ან დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ. არ უნდა აღიძრას დისციპლინური დევნა, ან უნდა შეწყდეს დისციპლინური წარმოება თუ:

ა) განცხადება/საჩივარი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის პირობებს;

ბ) განცხადება/საჩივარი ინფორმაციის სისწორის შემთხვევაში კი არ იძლევა დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძველს;

გ) ვადები დისციპლინური დევნის ან დისციპლინური სახდელის დაწესებისათვის ამოიწურა;

დ) მოკვლეული მასალები არ იძლევა საფუძველს დისციპლინური დევნის აღძვრისთვის;

ე) შემოწმებული მასალები მიუთითებს, რომ პირმა ჩაიდინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართალდარღვევა ან დანაშაული;

ვ)განცხადება/საჩივარი შემოსულია პირზე, რომელიც განსახილველი დროისთვის აღარ არის დაწესებულების პერსონალი ან სტუდენტი;

8.2 თუ საჩივრის ან შეტყობინების ავტორი უარს იტყვის საჩივარზე, გადაწყვეტილების მიმღები ორგნაო ან პირი უფლებამოსილია შეწყვიტოს ან გააგრძელოს დისციპლინური დევნა.

8.3 დისციპლინური არმოების შეწყვეტის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ან პირი განმცხადებელს/მომჩივანს უბრუნებს განცხადებას/საჩივარს და დაურთავსს შესაბამის გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 9. დისციპლინური წარმობის ვადები

ü  პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ:

ა)დისციპლინური დარღვევის ჩადენის ან აღმოჩენის დრიდან გასულია ერთი თვე და ამ ხნის განმავლობაში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან პირს არ წარედგინა ამ კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული განცხადება ან საჩივარი.

ბ) დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან გასულია სამი თვე.

ü   გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის მიერ განცხადების ან საჩივრის დასასვებობის საკითხის გადაწყვეტისვადაა განცხადების ან საჩივრის მიღებიდან ერთი, ხოლო საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანისა კი- დისციპლინური დევნის აღძვრიდან ერთი თვე. პერიოდი, რომლის განმავლობიშიც საქმის განხილვა შეჩერებული ან გადადებულია, არ ჩაითვლება ამ აქტით  განსაზღვრული საქმის წარმოების საერთო ვადაში.

მუხლი 10. დისციპლინური წარმოების შეჩერება და გადადება

10.1 დისვიპლინური წარმოების შეჩერება შესაძლებელია, თუ საქმის შესწავლის დროს მოპოვებული მასალა ცხადყოფს, რომ პირს შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული. ასეთ შემთხვევაში, საქმე უნდა გადაეცეს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

10.2  დისციპლინური წარმოების გადადება შესაძლებელია, თუ საჩივრის შესწავლის პერიოდში წარმოიშვა ობიექტური სირთულეები ან დაბრკოლებები(პირის ავადმყოფობა ან სხვა ფორს-მაჟორული გარემოება), რაც შეუძლებელს ხდის საქმის წარმოების გაგრძელებას.

10.3  დისციპლინური დევნის შეჩერეის ნ გადადების მიზეზის აღმოფხვრის მომენტიდან საქმის განხილვა განახლდება

მუხლი 11. განცხადების ან საჩივრის განხილვის წესები

11.1 გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ/პირმა განცხადება/საჩივარი უნდა განიხილოს სამარტლიანად და მიუკერძოებლად, შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დაცვით;

11.2 დისციპლინური ორგანოს სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური წარმოების მსვლელობაში მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალური

11.3  დისციპლინური საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე ან მისი რომელიმე წევრი, რომელიც აირჩევა დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით

11.4  საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად დისციპლინურმა საბჭომ უნდა მოიწვიოს მოწმეები და სხვა პირები, რომელთაც უნდა შეატყობინონ სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი.

11.5 დისციპლინური საბჭო ვალდებულია მოისმინოს დამრღვევის ახსნა-განმარტება, რომელსაც უფლება აქვს დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე წარმომადგენლის მეშვეობით, მხარეებს უფლება აქვთ სრულად წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, წარმოადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებანი, აღძრან შუამდგომლობები დამატებითი მასალების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, აგრეთვე, ჩვენებების ჩამორთმევის მიზნით, მოითხოვონ სხვა პირების მოწვევა. დისციპლინის დამრღვევს უფლება აქვს მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

11.6 დისციპლინური საბჭოს უფლება აქვს, დაკითხოს მხარეები და სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეული პირები, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები და ინფორმაცია, გამოიძახოს მოწმეები და განახორციელოს სხვა ქმდებები.

11.7  დისციპლინური საბჭოს სხდომაზე სხდომის მდივანი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს წერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

11.8  პირის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის ან დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას დისციპლინური საბჭო იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. შესაბამის ოქმს ხელს აწერენსხდომის თავმჯდომარე და მდივანი. განსხვავებული აზრი ფორმდება წერილობით და თან ერთვის საქმის მასალას.

მუხლი 12. დისციპლინის დამრღვევის მონაწილეობა საქმის განხილვაში.

12.1 დიციპლინის დამრღვევს უფლება აქვს დაესწროს საკითხს განხილვას.

12.2 დაასაბუთოს საკუთარი ქმედების შესაბამისობა კოდექსის ძირითად პრინციპებთან და წარმოადგინოს აღნიშნული ქმედების მოტივი

12.3 გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ან პირი უფლებამოსილია განიხილოს საქმე დისციპლინის დამრღვევის დასწრების გარეშე და სათანადო საფუძვლის  არსებობის შემთხვევაში, გამოიტანოს გადაწყვეტილება და დაეკისროს დისციპლინური სახდელი.

მუხლი 13. დისციპინირი სახდელის დაკისრება

13.1 დისციპლინური სახდელის დაკისრებისას  დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განმხილველი ორგანო/პირი ვალდებულია გაითვალისწინოს დარრვევის(დარღვევების) სიმძიმე და ხარისხი, მიყენებული ზიანი. ასევე, დარღვევის განმეორებითი ხასიათი და დამრღვევის დამოკიდებულება ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

13.2 დაუშვებელია ერთი დარღვევისთვის რამდენიმე სახდელის დაკისრება.

13.3  გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის მიერ  საქმის გარემოებათა ყოველმხრივ შესწავლისა და ურთიერთშეჯერებას.

მუხლი 14. გადაწყვეტილება დისციპლინარული პასუხის,გებლობის  ზომის გამოყენების თაობაზე

14.1 გადაწყვეტილება დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე ფორმდება დისციპლინარული საბჭოს საოქმო ჩანაწერის ფორმით, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში-რექტორის ბრძანებით.

14.2  გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:

ა) საკითხის განმხილველი ორგანოს/პირის დასახელებას;

ბ) საკითხის განხილვის თარიღს;

გ) დისციპლინის დამრღვევის სახელს, გვარს და თანამდებობას(ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) დისციპლინური დევნის დაწყების და დისციპლინური სახდელის დაკისრების თარიღს;

ე) დისციპლინური დევნის საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუზველს;

ვ) გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს;

ზ) დისციპლინური დარღვევის სახესა და დაკისრებული დისციპლინური სახდელის სახეს;

თ) დისციპლინური წარმოების შეწყვეტის, განცხადების/საჩივრის უარყოფის, ან დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველს;

14.3 დისციპლინური ორგანო/პირი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი ეგზავნება დისციპლინის დამრღვევს გადაწყვეტილების გამოტანიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს დისციპლინის დამრღვევის პირად საქმეს.

14.4 დისციპლინის დამრღვევი უფლებამოსილია გაასაჩივროს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

მუხლი 15. დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება

15.1  დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე, ან გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;

15.2 გადაწყვეტილებას დიციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე აღასრულებს დაწესებულების უფლებამოსილი ტანამდებობის პირი/რექტორი დაუყოვნებლივ, თუ დაწესებულების სამართლებრივი აქტით ან/და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 16. სახდელის მოწმედების ვადა

16.1 სახდელები- შენიშვნა, საყვედური, მოქმედებს მხოლოდ გარკვეული ვადით, რომლის ამოწურვამდეც დისციპლინური დამრღვევი ითვლება დისციპლინურ სახდელშეფარდებულად.

16.2  თუ შესაბამისი პერიოდის განმავლობაში პირი არ ჩაიდენს ახალ დისციპლინურ დარღვევას დისციპლინური სახდელი გაქარწყლდება, კერძოდ, შენიშვნა ძალას კარგავს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი ტვის შემდეგ, საყვედური-ექვსი თვის შემდეგ.

16.3 დისციპლინურ სახდელშეფარდებული პირისათვის განმეორებით დისციპლინური სახდელის შეფარდება ხდება დამოუკიდებლად.

თავი IV. დასკვნითი დებულებები

მუხლი 17. დასკვნითი დებულებები

17.1  კოდექსის დამტკიცება, გაუქმება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.

17.2  კოდექსი ძალაში შედის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

 

 

 

 

 

  

 

  © 2022 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE