CHEMISAKARTVELO.GE


ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი?
ძალიან მომწონს
დამაკმაყოფილებლად მომწონს
ცუდი არაა
არ მომწონს
 

                                საქართველო-უკარიანის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის

                                                             ღირსების  კოდექსი

   გამომდინარე იმ შეხედულებებიდან,რომ განათლება უნდა ემსახურებოდეს ჰუმანურ მიზნებს, ხოლო ინტელექტუალური განვითარება, კეთილშობილური ტრადიციებით, სიახლეთა ძიებითა და თავგანწირული სამსახურით მეცნიერებებისადმი, სამეცნიერო კულტურულ-საგანმანათლებლო მისიის გააზრებითა და პასუხისმგებლობით ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული უნდა ერწყმოდეს მის ზნეობრივ ზრდას, ჩვენი ინსტიტუტი, მისდამი დაქვემდებარებული არაფორმალური პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრებში მოითხოვს თანამედროვე პროფესიონალიზმის სტანდარტებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ღირსეულ მოქალაქეობრივ ქმედებას,  პროფესიული დაოსტატებისა და სრულფასოვნების მიზნით, იღებს საქართველო-უკრაინის სოციალურ-ურთიერთობათა ინსტიტუტის ღირსების კოდექსს.

                                                            1.ამოცანები

    საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის მოღვაწეობა მომართულია შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად.

  • პიროვნების მოთხოვნების დაკმაყოფილება ინტელექტუალურ, კულტურულ და ზნეობრივ განვითარებაში.
  • საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილება თანამედროვე სპეციალობების  პროფესიული განათლებით, რომელიც ღრმა პროფესიულ ცოდნასთან ერთად თანხვედრულია,მაღალ კულტურასთან და სამოქალაქო აქტივობასთან.
  • ფუნდამენტური და ამომწურავი ცოდნის მიღება არჩეული სპეციალობისადმი, მონაწილეობის მიღება ინოვაციურ მოღვაწეობაში, სამეცნიერო კომფერენციებში სამეცნიერო ცოდნის პროპაგანდასა და გავრცელებაში.
  • სტუდენტთა ფორმირება რომლებიც შეისწავლიან: სამოქალაქო პოზიციას, შრომის უნარებს, კულტურულ და სამეცნიერო ღირებულებების შენახვასა და გავრცობას, ცოდნის გავრცელებას მოსახლეობაში, მათ საგანმანათლებლო და კულტურული დონის ამაღლებას.

 

   ამ ამოცანების ეფექტურად გადაწყვეტისათვის, ჩვენი ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პიროვნებებს, მეცნიერებს, პროფესორებს,  პედაგოგებსა და ტექნიკური კატეგორიის მუშაკებს,  აგრეთვე აღსაზრდელებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, წინამდებარე ღირსების კოდექსის მოქმედებით, დეკლარირებას უწევს სამეცნიერო პროფესიული ზრდის უზრუნველყოფას.

 

 

                                2.ინსტიტუტის  საზოგადოების წევრების საერთო მოვალეობა

  • გახსოვდეს საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის მაღალი სტატუსის შესახებ, სიამაყითა და ღირსებით ატარე მისი სახელი და შენი შრომით გაამართლე მასწავლებლის, თანამშრომლის, სტუდენტის,  მაღალი წოდება.
  • შენ ხარ სტუდენტი! -რა საამაყო,რა დიდებული, რა პრესტიჟული სახელი გქვია!
  • პატივი ეცი პიროვნულ ურთიერთობებს და ღირსებას!
  • იზრუნე ინსტიტუტის პრესტიჟის დაცვაზე!
  • ხელი შეუწყე ინსტიტუტის ეფექტურ მუშაობას, როგორც მახვილ-საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის მიღებას და ფართო გავრცელებას
  • დაიცავი პროფესიული და სამეცნიერო ეთიკის ნორმები, არ გააკეთო გაუაზრებელი განცხადებები!
  • დაიცავი ინსტიტუტის შიდაგანაწესი, შეასრულე ხელმძღვანელობის ბრძანებები და დავალებები, თუ ისინი არაა კანონსაწინააღმდეგო
  • მოიხმარე ეკონომიკურად და რაციონალურად ინსტიტუტის მატერიალური რესურსები
  • გახსოვდეს-შენი ინსტიტუტი შენი სიამაყეა!
  •  ეჭვქვეშ არ დააყენო ინსტიტუტის მუშაკისა და სტუდენტის მაღალი ზნეობრივი სტატუსი
  • არ გაატარო პოლიტიკური და იდეოლოგიური აგიტაცია, აგრეთვე კომერციული რეკლამა ინსტიტუტის ტერიტორიაზე
  • თავი შეიკავე მოწევისაგან სალექციო კურსის მთელ პერიოდში, პატივი ეცი არამწეველ ადამიანებსა და იზრუნეთ მათ ჯანმრთელობაზე!
  • არ დალიოთ სპირტიანი სასმელები!
  • არ გამოიყენოთ, ნარკოტიკული და მისი შემცველი ნივთიერებები
  • არ გაუწიოთ დისკრიმინაცია თანამშრომლებს, სტუდენტებსა და ტექნიკურ პერსონალს ერის,რასის, სქესის და სხვა ნიშნებით!

 

 

                       3.პროფესორ-მასწავლებელთა და სამეცნიერო ჯგუფის ვალდებულებები

  • საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის მასწავლებლები, მეცნიერ მუშაკები და ტექნიკური დარგის თანამშრომლები უნდა უდგებოდნენ სამუშაოს როგორც პროფესიონალურ მოვალეობებს, რათა იყვნენ სტუდენტებისათვის მაგალითები
  • მხარი დაუჭირონ ფართო და ღრმა კომპეტენტურობას სასწავლო დისციპლინის სფეროში
  • მხარი დაუჭირონ პედაგოგის მაღალ კვალიფიკაციის დონეს
  • სამართლიანად და ობიექტურად შეაფასონ მოსწავლეთა ცოდნა, შესაძლებლობები და უნარები
  • თავი უნდა ავიცილოთ აღმზრდელისა და აღზრდილის ისეთი ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ეფექტურ სწავლებასა და გაართულოს სასწავლო მოღვაწეობის შედეგების შეფასება
  • ლექტორსა და სტუდენტს შორის აუცილებელია კოლეგიალური ურთიერთობა!
  • არ დაუშვას სტუდენტთა დისკრიმინაცია ერის, რასის, სქესის და სხვა ნიშნით
  • მისცე შენი ძალები, ცოდნა, გამოცდილება საქმეს, რომელიც ემსახურება საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის სამეცნიერო მიღწევებს
  • ჩაატარო სამეცნიერო კვლევები სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მაღალ დონეზე წარმართვისთვის
  • ისწრაფოდე მაქსიმალურად ხალხზე! მათთვის არასასიამოვნო ზემოქმედების შემცირებისაკენ, დაიცავი ბიოეთიკის და ეკოლოგიის პრინციპები
  • სამედიცინო-ბიოლოგიური, სოციოლოგიური და სხვა გამოკვლევების ჩატარებისას ზენიტში აიყვანე ადამიანი!
  • არ გახდე პლაგიატორი, არ მიითვისო სხვისი იდეები!
  • გამოიყენე კოლეგების აზრები აკადემიურ გარემოში მიღებულ ციტირებულ წესებთან შესაბამისად
  • ხელი შეუწყვე სტუდენტების სამეცნიერო ზრდას, რამეთუ შეიძინონ პასუხისმგებლობის უნარები საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე
  •  შეინარჩუნე ურთიერთობაში პატივისცემა კოლეგებთან, აგრეთვე საზოგადოებაში აზრთა გაცვლისას, ზიანი არ მიაყენო მათ პროფესიულ რეპუტაციას!
  • არ ჩაიდინო მოქმედება, რომელსაც მიენიჭება შიშის კვალიფიკაცია, არ შეიჭრა სხვის პირად ცხოვრებაში,არ შეურაცყო, არ გაავრცელო ჭეშმარიტებას მოკლებული ინფორმაცია კოლეგების შესახებ
  • არ დაუშვა კოლეგის დისკრიმინაცია აკადემიური სტატუსის საფუძველზე, აგრეთვე ერის, რასის, სქესის და სხვა ნიშნით
  • პატივი ეცი ტრადიციებს, გახსოვდეს რომ საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი ერთად-ერთია, რომელმაც პირველმა შექმნა საბავშვო ბაღი თვითმფრინავში, რაც დღეს ინსტიტუტის სავიზიტო ბარათია, ასევე მსოფლიოში პირველებმა, ჩვენ შევქმენით დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მერხები ბგერების გამოსახულებით, მეცნიერული სიმაღლეების დაბყრობა სიახლეთა ძიება ინსტიტუტის თანამშრომელთა ყოველი სამუშაო დროს ლაიტმოტივია!
  • უპირობოდ შეასრულეთ ინსტიტუტის რექტორის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები
  • დაიცავით საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ემბლემა, ჰიმნი, დროშა!
  • ინსტიტუტის სასწავლო ცენტრებში ჩარიცხვისთანავე ეზიარე საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის სტუდენტის ფიცს! გაიზიარე ამ ფიცის თითეული პწკარი და იყავი მისი ერთგული!
  • პატივი ეცი ისტორიას, გახსოვდეს, რომ ვინც წარსულს ივიწყებს მას მომავალი არა აქვს!
  • შეასრულეთ ინსტიტუტის წესების მოთხოვნები, შინაგანაწესი,
  • უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადე იმ კოლეგებს რომლებიც არღვევენ კანონს, წესდებას ან კოდექსს!
  • ინსტიტუტის გარეთ საგამომძიებლო, მასწავლებლის ან საზოგადოებრივი საქმის შესრულებისას არ დააყენო საფრთხის ქვეშ ინსტიტუტისა და სასწავლო ცენტრის ინტერესები და პროფესიული მოვალეობები
  • იზრუნე ინსტიტუტის პრესტიჟზე მეცნიერებისა და ინოვაციური მოღვაწეობის სფეროში

 

 

                                          4.აღსაზედელთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა მოვალეობები

  • მაქსიმალურად მოინდომე რათა მიიღო სრულფასოვანი და ხარისხიანი განათლება
  • პატივი ეცი სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას და საგამომძიებლო პრიორიტეტს, ციტირება გაუკეთე მასალებს, რომლებიც გამოიყენე ესსეს, რეფერატის, საკურსოს და სადიპლომოს სამუშაოებისათვის
  • არ ისარგებლო აკრძალული მასალებით და ტექნიკური საშუალებებით ცოდნის მიღების პროცესში, დაეყრდენი მიღებულ ცოდნას და იყავი მზად საკონტროლო გამოცდისათვის
  • არ წარმოადგინო შედეგების სახით საკუთარი შრომის რეფერატის ტექსტი, საკონტროლო, საკურსო ან სადიპლომო ნაშრომი, მომზადებული სხვების მიერ
  • არ ისარგებლო პირადი ან სხვა კავშირებით მაღალი ნიშნის მიღებისათვის ან იმისთვის, რომ იყო განსაკუთრებული
  • არ შესთავაზო წამახალისებელი ჯილდო მასწავლებლებს ან ადმინისტრაციას იმისთვის, რომ შეიმსუბუქო ცოდნის კონტროლის პროცედურა
  • პატივი ეცით ტრადიციებს, ისტორიას, ინსტიტუტის ღირსებას, აგრეთვე პროფესორ-მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს
  • არ შეიჭრათ სხვის პირად ცხოვრებაში, არ იმოქმედოთ აგრესიულად!
  • არ დაუშვათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა
  • არ გამოჩნდეთ საზოგადოებრივ ადგილებში არაშესაფერისად, არ გამოიყენოთ არაცენზურული სიტყვები, არ იმოქმედოთ ადამიანებისა და საზოგადოების ღირსების შეურაცმყოფელად
  • არ იმოქმედოთ ისე რომ ხელი შეუშალოთ სასწავლო პროცესს, გახსოვდეს სასწავლო პროცესი შეუქცევადია!
  • დაიჭირე პრინციპული პოზიცია ეთიკური კოდექსის დარღვევის შემთხვევაში

 

 

                                       5. ღირსების კოდექსის მოქმედების სფერო

        მოცემული კოდექსის ნორმები მიიღება უპირატესად სტუდენტთა, მასწავლებელთა, მეცნიერ-მუშაკთა ტექნიკურ პერსონალთა და სხვა მოსამსახურეთა ქცევებით საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტისა და მისი სასწავლო ცენტრების ტერიტორიაზე. ამასთან ის ვრცელდება ინსტიტუტის გარეთაც.

 

 

 

 

 

  © 2022 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE