CHEMISAKARTVELO.GE


ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა საიტი?
ძალიან მომწონს
დამაკმაყოფილებლად მომწონს
ცუდი არაა
არ მომწონს
 
  •         საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ქვემო ქართლის, უდიდეს სამრეწველო ქალაქში, რუსთავში, ჩაისახა, როგორც არაფორმალური პროფესიული განათლების კერა, იგი უმალვე ამ მიმართულების საგანმანათლებლო საქმიანობის ფლაგმანად იქცა და თავისი განლაგებით, კორპუსებითა თუ ინფრასტრუქტურით აკადემიურ ქალაქად მოგვევლინა სადაც განათლების ყველა საფეხურის გახსნაა ჩაფიქრებული.

 

 

  •          მსოფლიოში ერთადერთი საბავშვო ბაღი თვითფრინავში, სწორედ აკადემიურ ქალაქშია, აქ ნამდვილ უზარმაზარ ლაინერს ЯК-40-ს, VIP - მგზავრებისათვის, ბავშვებისათვის დაუდევს ბინა და მათ ყოველდღიურ გასართობ ობიექტადაა ცნობილი.

 

 

  •     აკადემიური ქალაქის სიამაყე, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აშენებული ტაძარია, თვით ინსტიტუტიც, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესგანაა დალოცვილი.      

 

 

  •        საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის არაფორმალურიპროფესიული განათლების სასწავლო ცენტრი, უკვე საკუთარი ხელწერის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, აქ ყველაფერი სახალისოა, რამეთუ იმიტირებულ აუდიტორიებში დღევანდელობაზე მორგებულ სპეციალობებს, სტუდენტთა უწყვეტი ნაკადი ეუფლება...

 

 

  •  ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრისა და კინოს სასწავლო ცენტრის ტუდენტთა შემოქმედებითი ნიჭი, დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ჩვენი თეატრალური დასი საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატია.

 

 

  •         საქართველო-ამერიკის მეგობრობის ინსტიტუტის არაფორმალური პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრი, ისევე როგორც ანალოგიური სტატუსით მოქმედი საქართველო პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი და საქართველო-საბერძნეთის ევროპული ინსტიტუტი, აკადემიური ქალაქის ძირითადი ნიშანსვეტია!

 

 

 

  •       ლიდერთა საერთაშორისო სკოლა, ტრენინგ კურსების, კაზუსებისა და მასტერ კლასებს თანამედროვე სასწავლო პროგრამული რესურსის ძირითადი მიმართულებაა.

 

 

 

  •   ყოველთვიურად გამოდის მრავალტირაჟიანი ბეჭდვითი ორგანო „ჩემი საქართველო“,  რომელიც აკდემიური ქალაქისა და რეგიონალური ფილიალების მესვეურთა ცოცხალი მემატიანეა! ასევე საინტერესოა ადგილობრივი რადიოკვანძისა და ინტერნეტ ტელევიზიის საქმიანობა... 

 

 

  •   სტუდენტური საერთო საცხოვრებელის, სამეცნიერო-მხატვრული ბიბლიოთეკისა და  სტუდენტური კაფის „დიდი შესვენება“ფუნქციონირება ახალგაზრდების მისწრაფებათა რეალიზაციის გამოვლინებას უწყობს ხელს.    

 

 

  •       ემიგრანტის სახლის, საზღვარგარეთ გაბნეული ქართული ნიჭის კონსოლიდაციის ადგილია! ამიტომაც უამრავ ღონისძიებათა ფონზე, ემიგრანტების სამშობლოში ღირსეული დაბრუნებისათვის აკადემიურ ქალაქში შექმნილი:- სამკერვალო ფაბრიკა, ფეხსაცმლის სამოდელო, „აკადემფარმი“, შოკოლადის საამქრო, პროფესიული მომზადება-გადამზადების ცენტრები და სხვა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების დასაყრდენია!    

 

 

  •     ბენეფიციარ ბავშვთა დღის ცენტრი და სათემო ორგანიზაციის ქვეპროგრამით შექმნილი მოხუცთა სახლი, აკადემიური ქალაქისა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე წლებია, წარმატებით მიმდინარეობს და მრავალ ბენეფიციარს დაეხმარა თვითდამკვიდრების პროცესში.

 

  •   საქართველის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი, რომელიც თავისი არსებობის შვიდ ათეულ წელზე მეტს ითვლის, რუსთავის აკადემიური ქალაქის ბინადარია, უამრავი სამეცნიერო-შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, სწორედ ამ კავშირის მესვეურთა ძალისხმევით აღდგა თითქმის საუკუნის წინ დაფუძნებული და შემდეგ ძველ ფასეულობათა გადაფასების შედეგად  გაუქმებული მრვალტირაჟიანი ჟურნალი „სკოლა და ცხოვრება“.          

 

 

  •    ჩვენი ქვეყნის 28 -ადმინისტრაციულ ცენტრში მაღალ აკადემიურ დონეზე ფუნქციონირებს საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის არაფორმალური პროფესიული განათლების ცენტრები.

 

 

 

  •            საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი და რუსთავის  აკადემიური ქალაქი, მომავალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი უდიდესი ინოვაციისა და განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია მსოფლიო მეცნიერების ფუძემდებლის პლატონის ოქროს ორდენით, სხვადასხვა მედლებითა და სიგელებით, მიღებული აქვს „EUCEN“-საერთაშორისო საგანმანათლებლო ევროაკრედიტაცია (ამერიკა), „IEAC”-საერთაშორისო საგანმანათლებლო სააკრედიტაციო კომიტეტის აკრედიტაცია (ბელგია), არის მსოფლიო ინტერნაციონაური კომიტეტის წევრი.
  © 2022 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE