მთავარი   |   ჩვენს შესახებ |   ფოტო გალერეა
satauri
   
  sur1  
 
  sur2  
 
  sur3  
 
  sur4  
 


ჩვენს შესახებ

საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, 2009 წლის თებერვალში დაფუძნდა და მიუხედავად არც თუ დიდი ხნის ისტორიისა, მაინც შეძლო საკუთარი ხელწერის საგანმანათლებლო კერად ქცეულიყო, განსაკუთრებით არაფორმალური პროფესიული განათლების სფეროში, სწორედ აღნიშნული ფორმის სასწავლო ცენტრები, ჩვენი ინსტიტუტის ეგიდით, Mმაღალ დონეზე ფუნქციონირებენ ქალაქ თბილისში, ქალაქ ოზურგეთში, ქალაქ ქუთაისში, ქალაქ ჭიათურაში, ქალაქ ხაშურში, ქალაქ დუშეთში, ქალაქ ქობულეთში, ქალაქ ამბროლაურში, ქალაქ საგარეჯოში, ქალაქ გურჯაანში, ქალაქ ლაგოდეხში, ქალაქ თელავში, ქალაქ ახმეტაში. . . საზღვარგარეთის ქვეყნებში: საბერძნეთში, იტალიაში, უკრაინაში.... და სხვა. სასწავლო პროცესი სამწლიანია და დამთავრების შემდეგ გაიცემა სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სამენოვანი (ქართულ-უკრაინულ-ინგლისური) ოქროს ბეჭდიანი სერთიფიკატი. პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და სასწავლო პროგრამების გაცვლები წარმოებს პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანასთან, ასევე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და ამერიკაში ჯორჯიან-ინთერნაციონალ უნივერსიტეტთან, სტრატფორდის საკადრო ინსტიტუტთან (ვერმონტის შტატი, ქალაქი სეინტ ალბანზი), აშვორფის ინსტიტუტთან (ჯორჯიის შტატი, ქალაქი ნორკროსი) და სხვა. ქ. რუსთავში, ჩვენი, საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის მიმართულებით შექმნილია აკადემიური ქალაქი, სადაც განათლების ყველა საფეხურია, საბავშვო ბაგა-ბაღიდან დაწყებული... სკოლა, სასწავლო ცენტრები, კოლეჯები და ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა – უკრაინის პერსონალთა მართვის რეგიონალური აკადემიის ქ. რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის ეგიდით... ჩვენ შევქმენით მომავლის ბაღი! დიახ, მსოფლიოში ანალოგის არ მქონე, საბავშვო ბაღი თვითმფრინავის სალონში საგანმანათლებლო კერის სიმბოლოა! აღნიშნული სიახლის შესახებ, ჩვენი სამყაროს ათასობით პერიოდულმა პრესამ და ტელევიზიებმა ამცნეს მილიარდობით ადამიანს! შევქმენით აცადემთV. ინფო, რომელიც სიახლეთა ძებნის დასტურია საგანმანათლებლო სივრცეში! სწორედ ამიტომ სხვა უამრავ საერთაშორისო ჯილდოებთან ერთად ჩვენს სასწავლებელს მიღებული აქვს “EUCEN”-ის ხარისხის ევრო აკრედიტაცია! ჩვენ შევქმნით მომავლის სკოლას, უნივერსიტეტს...




   ჩვენი მისამართი: 0182; ქ. თბილისი, ჯავახეთის ქუჩა 7;

   ტელ: 27-89-00;      27-89-01;        27-89-02.

 
 

დ ა მ ფ უ ძ ნ ე ბ ე ლ ი


გარი ჩაფიძე _ საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი. უნივერსიტეტი მოსკოვში დაამთავრა, სხვადასხვა დროს მსახურობდა სანკ-პეტერბურგში, ჩელიაბინსკში, კიევში, შემდეგ კი _ საქართველოში, საპასუხიმგებლო და ნომენკლატურულ თანამდებობებზე. ამჟამად არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი, პროფესორი, საქართველოს საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “ქალდეა”-ს აკადემიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი, უკრაინის საკადრო პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, “ფაზისი”-ს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატის ქ. ფილადელფიის საერთაშორისო პოლიტიკისა და მთავრობის ინსტიტუტი გარი ჩაფიძის სახელობისაა. ასევე არის საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის გაზეთ “ჩირაღდნის” მთავარი რედაქტორი, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის თავმჯდომარე, უკრაინის საერთაშორისო რეგიონალური აკადემიის ქ. რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი, ავტორია 100 – მდე მხატვრულ-ლიტერატურული წიგნისა და 90 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლების თარგმნილი და გამოცემულია მრავალ ენაზე. არის უკრაინულ-ქართული ლექსიკონის სამტომეულის პირველი შემდგენელი, პოლონურ-ქართული ლექსიკონის, ქართულ-ბელორუსული სასაუბროს, უნგრულ-ქართული ლექსიკონისა და რუმინულ-ქართული ლექსიკონის პირველი ავტორი, რომელთაც დღემდე მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნიათ. მისი კვლევის სფეროებია: პედაგოგიკა და პედაგოგიკის ისტორია, მოზარდთა ფსიქოლოგია და ფილოსოფიური აზროვნება, პოლიტოლოგია და სამყაროს გარდაქმნის ახალი მოდელი, პოლიტიკა და პიროვნება, პლებიცისტიკა და პოლიტიკური თეორიები, მედიცინა და ბიოეთიკა, კულტურა და აზროვნება, ჟურნალისტიკა და პიარი, ადამიანთმცოდნეობა და პერსონალთა მართვა, პოლიტიკური ფილოსოფია და კატაკლიზმები XXI-ე საუკუნეში. მიღებული აქვს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობათა ჯილდოები, მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, დავით გურამიშვილის სახელობის მედლები და პრემიები, “საქართველო-უკრაინის მეგობრობის”, “საერთაშორისო მეცნიერული მიღწევებისათვის”, “საერთაშორისო მეცნიერული დამსახურებისათვის” _ მედლები. არის ქართული პედაგოგიური ელიტის უმაღლესი ჯილდოს _ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ორგზის მედალოსანი; ასევე არის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ოქროს ჯვრის ორდენის, “განათლების განვითარებისათვის” ოქროს ორდენის, ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების ოქროს ორდენის, `უკრაინის პატრიოტის” საპატიო წოდებისა და ოქროს ვარსკვლავის ორდენის, მსოფლიო მეცნიერების ფუძემდებლის, პლატონის ოქროს ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

sur4

 
      COPYRIGHT 2009